შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ასტრონომებმა „დაკარგული“ პლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა „დაკარგული“ პლანეტა აღმოაჩინეს

იელის უნივერსიტეტის (აშშ) ასტრონომებმა აღმოაჩინეს „დაკარგული“ ეგზოპლანეტა. ის დაახლოებით ნეპტუნის ზომისაა და დედამიწიდან მიახლოებით 3,000 სინათლის წლითაა დაშორებული.

ამ ახალი პლანეტის (Kepler-150 f) სიგნალი მეცნიერებს შეუმჩნეველი დარჩათ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. არსებობს სპეციალური კომპიუტერული ალგორითმები, რომლებიც ეძებენ ეგზოპლანეტებს ე. წ. ტრანზიტიული მეთოდით. ხანდახან არსებულ მოდელებს შესაძლოა რამე გამოეპაროთ, როგორც ეს Kepler-150 f შემთხვევაში მოხდა.

ვარსკვლავური სისტემა Kepler-150 შესწავლილი იქნა რამდენიმე წლის წინ და მაშინ ამ სისტემის ოთხი პლანეტა იქნა აღმოჩენილი - Kepler-150 b, c, d და e. Kepler-150 f მაშინ გამორჩათ მისი ძალზე გაწელილი ორბიტის გამო. საქმე ისაა, რომ იგი თავისი მზის გარშემო შემოვლას 637 დღეს ანდომებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ორბიტაა მცირე 4-5 პლანეტიანი სისტემებისთვის.

მეცნიერების თქმით, Kepler-150 f-ის აღმოსაჩენად მათ გამოიყენეს მოდელირების ახალი ტექნიკა და შემდეგ მთლიან სიგნალს გამოაკლეს უკვე ცნობილი პლანეტების ტრანზიტების შესაბამისი მონაცემები.

წყარო:

https://phys.org/...e.html#jCp

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.