ბუმერანგის ნისლეული (Boomerang Nebula), დიდი ხნის წინ აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავის ნაშთი, ამჟამად მიჩნეულია სამყაროს ყველაზე ცივ არედ. მისი ტემპარატურა (1კელვინი) ნაკლებია თვით კოსმოსური სივრცის ტემპერატურაზეც კი (დაახლოებით 3 კელვინი). კლასიკური ქვიშის საათის ფორმის ნისლეული, ვიწრო ცენტრალური ნაწილით, ჯერ კიდევ 2003 წელს იქნა დამზერილი Hubble კოსმოსური ტელესკოპის მიერ ხილული სინათლის არეში (ცისფერი ფონი). ეხლახან ნისლეულს დააკვირდნენ ატაკამას უდაბნოში (ჩიელე) განთავსებული მილიმეტრულ ტალღის სიგრძეზე მომუშავე რადიო ინტერფერომეტრის - ALMA-ს მეშვეობით და აღმოჩენილი იქნა გაზის ნაკადი (მოწითალო არე სურათზე) რომელიც არ ჩანს ხილული სინათლის სპექტრში. Hubble-ს და ALMA-ს სურათების ზედდებამ მოგვცა ნისლეულის უფრო ელეგანტური - აჩრდილის ფორმის გამოსახულება.
.http://www.sciencedaily.com/releases/2013/10/131024143140.htm