შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

სამყარო ფართოვდება იმაზე სწრაფად ვიდრე ეგონათ
სამყარო ფართოვდება იმაზე სწრაფად ვიდრე ეგონათ

გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის (მერილენდი) მეცნიერებმა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, უპრეცედენტო 2.4 %-იანი სიზუსტით დაადგინეს, რომ სამყარო ფართოვდება 9 %-ით უფრო სწრაფად ვიდრე ეგონათ.

მეცნიერები აკვირდებოდნენ შორეულ გალაქტიკებს რომლებიც შეიცავდნენ როგორც ცეფეიდებს, ისე Ia ტიპის ზეახალ ვარსკვლავებს. ცეფეიდები არიან ცვალებადი ვარსკვლავები, რომელთა პულსაციის პერიოდი მათ რეალურ ნათობას შეესაბამება, რაც შესაძლოა შედარებული იქნას დედამიწიდან დამზერილ ნათობასთან და ამით შეფასდეს მათი ჩვენგან დაშორება. Ia ტიპის ზეახალ ასევე ხშირად გამოიყენება როგორც სტანდარტული სანთელი მანძილის შესაფასებლად. სულ Hubble კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებზე დაყრდნობით შედარებული იქნა დაახლოებით 2,400 ცეფეიდის და 300 Ia ზეახალის სიგნალები 19 სხვადასხვა მანძილზე მდებარე შორეულ გალაქტიკაში. ამ ორი მონაცემის გალაქტიკების წითელი წანაცვლებით მიღებულ მანძილებთან შედარებით შეფასდა სამყაროს გაფართოების სიჩქარე, ანუ ჰაბლის კონსტანტა, რომელიც აღმოჩნდა 73.2 კმ/წმ/მეგაპარსეკი-ის ტოლი. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსურ ობიექტებს შორის ახლანდელი მანძილი გაორმაგდება მომდევნო 9.8 მილიარდ წელიწადში.

ჰაბლის კონსტანტის ახალი მნიშვნელობა დაახლოებით 9 %-ით მეტია კოსმოსური თანამგზავრი Planck (ESA) მიერ კოსმოსური მიკროტალღური ფონის ანიზოტროპიების ანალიზით მიღებულ ბოლო მონაცემებზე. მეცნიერები გამოთქვამენ სხვადასხვა ვარაუდებს ამ შეუთავსებლობის ასახსნელად, მათ შორის იხილავენ იმ ვერსიასაც, რომ აინშტაინის გრავიტაციის კანონი არ არის სრულყოფილი.

წყარო: http://www.astron...n-expected

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.