სანტ ენდრიუსის უნივერსიტეტის (შოტლანდია) მეცნიერების მიერ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ 2009 წელს ეგზოპლანეტა HAT-P-11b-დან (რომელიც დედამიწიდან 124 სინათლის წლითაა დაშორებული) ძლიერი რადი სიგნალების მიღება და შემდეგ გაქრობა მიუთითებს ამ პლანეტაზე ძლიერი ჭექა-ქუხილების არსებობაზე.
სურათზე მოყვანილი ჭექა-ქუხილი გადაღებულია დედამიწაზე და ის არაფერია HAT-P-11b-ის ელექტრულ ამინდთან შედარებით. თუ მეცნიერთა ვარაუდი დადასტურდა HAT-P-11b-ზე ელვა დედამიწასთან შედარებით დაახლოებით 530-ჯერ ხშირად უნდა ხდებოდეს. შეფასებები დამყარებულია რადიო სიგნალების ანალიზზე, რომელიც 2009 წელს დააფიქსირეს. რადიო სიგნალი წყდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც პლანეტა ეფარებოდა თავის ვარსკვლავს, რაც ამტკიცებდა, რომ რადიო სიგნალების წყარო ნამდვილად პლანეტა HAT-P-11b იყო. თუმცა 2010 წლის დაკვირვებებისას რადიო სიგნალი ვერ აღმოაჩინეს. პლანეტა HAT-P-11b საკმაოდ ახლოს იმყოფება თავის ვარსკვლავთან იმისთვის, რომ ასტრონომებმა მოახერხონ ელვის დანახვა. თუმცა ინფრაწითელი ტელესკოპის საშუალებით პრინციპში შესაძლებელია მის ატმოსფეროში დაიმზიროს წყალბადის ციანიდი, რომელიც ელვისას წარმოიქმნება ხოლმე, რაც დაამტკიცებდა შოტლანდიელი მეცნიერების ვარაუდს.
წყარო:
https://www.sciencenews.org/article/earth-has-nothing-exoplanet%E2%80%99s-lightning-storms