Monthly Notices of the Royal Astronomical Society Letters-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია, რომ ე. წ. პლანეტა 9 შესაძლოა წარმოადგენდეს ეგზოპლანეტას. ვინაიდან ვარსკვლავები იბადებიან კლასტერებში, სადაც მათი სიმკვრივე დიდია, ხშირად ხდება ერთმანეთთან ახლო მანძილზე ჩავლა, რომლის დროსაც ვარსკვლავს შეუძლია სხვა ვარსკვლავის პლანეტის ჩაჭერა. კომპიუტერული სიმულაციით ლუნდის და ბორდოს უნივერსიტეტის ასტრონომებმა აჩვენეს, რომ სწორედ ასეთი მოვლენის დროს დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ მზემ წარიტაცა პლანეტა 9. ეს რომ მომხდარიყო უნდა შესრულებულიყო სამი პირობა: შემხვედრი ვარსკვლავი უნდა იმყოფებოდეს მზიდან არანაკლებ 150 ასტრონომიულ ერთეულზე (კუიპერის სარტყლის შეშფოთების თავიდან ასაცილებლად), ვარსკვლავს უნდა ჰქონდეს შორეულ ორბიტაზე მოძრავი პლანეტა (რადიუსი ≳100 ა.ე.) და პლანეტის ჩაჭერა უნდა მოხდეს შესაფერის მზის ორბიტაზე. მათ აჩვენეს რომ შესაძლებელია სამივე პირობის ერთდროულად დაკმაყოფილება ჩვენი მზის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, რომ პლანეტა 9 ჯერ აღმოჩენილიც არ არის და უცნობია მისი შემადგენლობა, ნავარეუდებია რომ იგი დედამიწაზე დაახლოებით 10-ჯერ მძიმეა.
წყარო:
http://phys.org/n...solar.html
http://mnrasl.oxf...460/1/L109