31 მაისს კანადის ასტრონომიის საზოგადოების კონფერენციაზე ვინიპეგში წარმოდგენილი იყო ახალი ნაშრომი, რომლის მიხედვითაც ჩვენი გალაქტიკის დაზუსტებული მასა არის 700 მილიარდი მზის მასის ტოლი.
ზოგადად გალაქტიკის მასის შეფასება საკმაოდ რთული საქმეაა, რადგან ის შეიცავს არა მხოლოდ ვარსკვლავებს, პლანეტებს, მთვარეებს, გაზებს, მტვერს და სხვა მატერიას, არამედ აგრეთვე ფარულ მატერიას, იდუმალი და უხილავი მატერიის ფორმას, რომელიც ჯერ ბოლომდე შესწავლილიც არ არის. ფარული მატერიის არსებობას მეცნიერები ვარაუდობენ მხოლოდ ხილულ ობიექტებზე მისი გრავიტაციის გავლენის გამო.
McMaster-ის უნივერსიტეტის (ონტარიო) მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ ირმის ნახტომს და მის ფარულ მატერიას. მასის შესაფასებლად ის იყენებენ ჩვენი გალაქტიკის გარშემო მბრუნავი სფერული კლასტერების სიჩქარეებსა და მდებარეობებს, რადგან კლასტერების მოძრაობას განსაზგვრავს გალაქტიკის გრავიტაცია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია მასიური ფარული მატერიის კომპონენტით. კლასტერების სრული სიჩქარე უნდა გაიზომოს ორი მიმართულებით: ჩვენი მხედველობის ხაზის გასწვრივ და ცის სიბრტყის გასწვრივ (საკუთარი მოძრაობა). სამწუხაროდ, ყველა კლასტერის საკუთარი მოძრაობის ზუსტი სიჩქარე უცნობია. ამიტომ მკვლევარებმა გამოიყენეს ამჟამად არსებული მონაცემები რათა შეეფასებინათ ირმის ნახტომის მასა. გამოყენებული მეთოდი აგრეთვე წინასწარმეტყველებს მასის განაწილების ფორმას გალაქტიკის ცენტრიდან ნებისმიერ მანძილზე. აღმოჩნდა, რომ ფარული და ხილული მატერია სხვადასხვანაირად არის განაწილებული სივრცეში.
წყარო: https://www.scien...182429.htm