შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 10

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შორეულ გალაქტიკაში წყალბადი აღმოაჩინეს
შორეულ გალაქტიკაში წყალბადი აღმოაჩინეს

მეცნიერთა გუნდი გიგანტური რადიო ტელესკოპების სიტემით VLA (აშშ) აკვირდებოდა წყალბადის მიერ გამოსხივებულ რადიოტალღებს შორეულ გალაქტიკებში. მათ აღმოაჩინე, რომ ეს გალაქტიკები შეიცავენ მილიარდობით ახალგაზრდა, მასიურ ვარსკვლავებს, რომლებიც გარშემორტყმულნი არიან წყალბადის აირის ღრუბლებით. წყალბადის განაწილებით მეცნიერები იკვლევდნენ გალაქტიკების აგებულებასა და შემადგენლობას.

ამ დრომდე რადიო ტელესკოპები სიგნალს მხოლოდ ახლო გალაქტიკებიდან აფიქსირებდნენ. VLA-ს მოდერნიზაციის შედეგად კი მოხერხდა შორეულ გალაქტიკებშიც გაეზომათ ატომური წყალბადის შემცველობა. ახლახან დაფიქსირებულმა სიგნალებმა თავიანთი მოგზაურობა ჯერ კიდევ დედამიწის შექმნამდე, 5 მილიარდი წლის წინ დაიწყეს, რომლის დროსაც არაფერს დაჯახებიან.  მათმა დაფიქსირებამ შესაძლებლობა მისცა მეცნიერებს შეესწავლათ თუ როგორ იცვლება გალაქტიკებში გაზი დროის განმავლობაში. ნაპოვნი გალაქტიკები უჩვეულოდ დიდი რაოდენობის წყალბადს შეიცავენ. ერთ-ერთი პასუხგაუცემელი კითხვა დღესდღეობით მდგომარეობს შემდეგში: ჰქონდათ გალაქტიკებს წარსულში უფრო მეტი წყალბადის გაზი ვიდრე ახლა?

ტექნოლოგიების განვითარებით და უფრო დიდი ტელესკოპების გამოყენებით, ასტრონომებს მომავალში საშუალება ექნებათ კიდევ უფრო ღრმად შეაღწიონ სამყაროს სიღრმეებში და შესაბამისად უფრო უკან დაბრუნდნენ დროში.

წყარო:

https://www.sciencedaily.com/releases/2016/06/160601204608.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.