ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (შვეიცარია) მკვლევარებმა გამოიგონეს სათვალე მეხანძრეებისთვის, რომელიც აადვილებს ბოლსა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში ორიენტაციას. თერმული ხილვადობის მოწყობილობა მეხანძრეებისთვის ახალი არაა, თუმცა ეს ახალი ტექნოლოგია მის წინამორბედებთან შედარებით ბევრად პორტატიულია და უკეთესი ხარისხის გამოსახულებით გამოირჩევა. გარდა ამისა მას გააჩნია დამატებითი ფენა (დისფლეი), რომელზეც მეხანძრეების ხედვის არეში აისახება ინფორმაცია დაზარალებულების ადგილსამყოფელსა თუ პოტენციური საფრთხეების შესახებ. მთავარი წინააღმდეგობა სათვალის მატარებლისთვის არის განსხვავებული ტიპის ინფორმაციის სწრაფი გაანალიზება, თუმცა ცდებმა აჩვენეს რომ ეს პრობლემა ადვილად დაძლევადია.
იხილეთ ვიდეო : https://www.youtu...w4EYxE1nDw
წყარო: http://www.popsci...amp;dom=fb