ჩვენგან ყველაზე ახლო ვარსკლავი (კენტავრის ალფა) დაახლოებით 4.3 სინათლის წლითაა დაშორებული. მილიარდერი იური მილნერი და ცნობილი ფიზიკოსი სთივენ ჰოკინგი გვთავაზობენ მისი მონახულების პროექტს საფოსტო მარკის ზომის მინი-თანამგზავრით, რომელიც აღჭურვილი იქნება ნანო კამერებით, ძრავებით, ნავიგაციისა და კომუნიკაციის მოწყობილობით. მოგზაურობა უაზროდ დიდი ხნით რომ არ გაგრძელდეს, კოსმოსური აპარატი სინათლის სიჩქარის 20%-მდე მაინც უნდა ავაჩქაროთ. პროექტის თანახმად ამისთვის გამოიყენებენ ლაზერულ იალქანს, რომელიც თანამგზავრზე იქნება გამობმული და დასხივდება დედამიწაზე განთავსებული 100 მილიარდი ვატის სიმძლავრის ლაზერით. გამოთვლებით ნანო-ხომალდი კენტავრის ალფასთან მიღწევას 20 წელიწადში შეძლება. ამ ამბიცური პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 5-10 მილიარდი დოლარი, საწყის 100 მილიონს მილნერის ფონდი გამოყოფს.
წყარო:
http://www.telegr...e-mission/
http://www.nytime....html?_r=0