შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დესენსიტიზაცია
დესენსიტიზაცია

დღევანადელი მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 32 000-ზე მეტი პაციენტი ელოდება მის ორგანიზმთან თავსებად თირკმელს. თუმცა გადანერგვის ოპერაციის შემდეგ ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა არ იღებს ახალ ორგანოს. ამის მიზეზი კი იმუნურ სისტემაში არსებული HLA-ანტისხეულებია.

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა კვლევა ახალი პროცედურის - დესენსიტიზაციის (მგრძნობელობის შემცირება) შესახებ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება თარკმლის გადანერგვა ნებისიერი დონორიდან, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომლოდინეთა სიას და უფრო მეტ ადამიანს შეეძლება მიიღოს ახალი ორგანო. პროცედურა შემდეგნაირია: ჯერ პაციენტის სისხლი იფილტრება HLA-ანტისხეულებისგან და შემდეგ ხდება თირკმლის გადანერგვა. ამის შემდეგ პაციენტის ორგანიზმი იწყებს ახალი HLA ანტისხეულების წარმოქმნას. ამ პროცედურას თან ახლავს ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებიც საჭიროა ახალი ანტისხეულების წარმოქმნისთვის, თუმცა ეს მედიკამენტები ჯერ გმაოკვლევის რეჟიმშია. პროცედურა ამჟამად 30 000 დოლარი ღირს, თუმცა ბევრად იაფი ჯდება ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში დიალიზზე ყოფნა, რომლის ღირებულებაც საშუალოდ წელიწადში არის 70 000 $. კვლევის თანახმად, მომავალში მსგავსი პროცედურის ჩატარება შესაძლებელი იქნება ღვიძლის და ფილტვების გადანერგვისასაც.

წყარო :
http://futurism.c...any-donor/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.