ასტრონომებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის უნიკალური ულტრაიისფერი ფილტრების გამოყენებით აღმოაჩინეს ცხრა მონსტრი ვარსკვლავი, 100 მზის მასაზე მეტი მასებით. ეს ვარსკვლავები მდებარეობენ კლასტერში R136, კიბორჩხალას ნისლეულში, რომელიც დაახლოებით 170 000 სინათლის წელიწადით არის დაშორებული დედამიწიდან. ეს ახალგაზრდა კლასტერი შეიცავს ბევრ მასიურ, ცხელ ვარსკვლავს. ისინი არა მხოლოდ ძალიან მასიურები არიან, არამედ ძალიან კაშკაშაც. ნახსენები 9 ვარსკვლავის ნათობა ერთად 30 მილიონჯერ მეტია მზის ნათობასთან შედარებით. ყოველთვიურად ისინი გამოტყორცნიან დედამიწის მასის ტოლ ნივთიერებას სინათლის სიჩქარის 1%-ის ტოლი სიჩქარით. თუ როგორ შიქმნენ ასეთი დიდი ვარსკვლავები ცნობილი არ არის. ვარსკვლავების ფორმირების თანამედროვე თეორია ვერ ხსნის თუ როგორ შეიძლებოდა მათი ფორმირება გაზის ღრუბლების და მტვრის კოლაფსის შედეგად. მეცნიერთა ჯგუფი აპირებს გააგრძელოს დაკვირვებები კლასტერზე R136-ზე რათა პასუხი გაეცეს ამ აღმოჩენასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.
წყარო:
https://astronomynow.com/2016/03/17/hubble-unveils-monster-stars-in-the-tarantula-nebula/