ცერესის მნათი ლაქა
კოსმოსური ხომალდი Dawn (NASA) ასტეროიდების სარტყელში მდებარე ჯუჯა პლანეტა ცერესს დაუახლოვდა 2015 წელს. ამ ჯუჯა პლანეტის ნათელი წერტილები Dawn-ის დამაინტრიგებელი აღმოჩენებიდან ერთ-ერთია. ეს წერტილები შესაძლებელია ყინულისა და მარილისგან შედგებოდეს. მეცნიერები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ეს ნათელი წერტილები მუდმივად იცვლებიან. აღმოჩენა ჩილეში განთავსებულ ტელესკოპს ეკუთვნის. მონაცემებით ნათება დღის პერიოდში უფრო ძლიერია, რაც იმაზე მიუთითებს რომ შეიძლება ამ მნათი ზედაპირიდან მატერია მზის სითბოს ზეგავლენით ორთქლდება. ორთქლი კი დამატებით ირეკლავს მზის სინათლეს. ნათების ინტენსიურობა განსხვავდება დღის პერიოდის მიხედვით. ვარიაციის აღმომჩენი ჯგუფი გეგმავს სხვა ინსტრუმენტებით ამ ფაქტის დადასტურებას.
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი