წინასწარი ინფორმაციით LHC-ზე აღმოაჩინეს დაახლოებით 700 GeV მასის სკალარული ნაწილაკის ორ გამა კვანტად დაშლის რეაქცია. ეს შესაძლებელია ნიშნავდეს ნაწილაკების სტანდარტული მოდელის სუპერსიმეტრიული გაფართოების მიხედვით ნაწინასწარმეტყველევი მეორე ჰიგსის ბოზონის აღმოჩენას. აღმოჩენის სანდოობის სტატისტიკური მაჩვენებელი ამჟამად არის 3 სიგმა, ანუ შეცდომის ალბათობა დაახლოებით 0.2 პროცენტია. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში კი ეფექტი დადასტურებულად ითვლება თუ სიგმა 5-ს აღემატება (შეცდომის ალბათობა 0,00005 პროცენტი). საგულისხმოა, რომ ახალი სკალარული რეზონანსის დაშლა დამზერილი იქნა CERN-ის ორივე დიდ დეტექტორზე - CMS (Compact Muon Solenoid) და ATLAS (A Toroidal LHC ApparatuS). ხვალ, 15 დეკემბერს, თბილისის დროით 18 საათზე დანიშნულია პრეს კონფერენცია ორივე ექსპერიმენტის სპიკერების მონაწილეობით, რომლის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება შესაძლებელი იქნება CERN-ის ვებ-გვერდის მეშვეობით. იხილეთ ლინქი:
https://webcast.web.cern.ch/webcast/play.php?event=442432