შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პლუტონის და ჰარონის ბრუნვის ვიდეო
პლუტონის და ჰარონის ბრუნვის ვიდეო

NASA-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა კუიპერის სარტყელში არსებული ჯუჯა პლანეტების პლუტონის და ჰარონის საერთო ცენტრის გარშემო ბრუნვის ვიდეო რომელიც შედგენილია New Horizons-ის მისიის მიერ 2015 წლის 28 მაისიდან 16 ივნისამდე გადაღებული ფოტოების შეერთებით. ამ პერიოდში თანამგზავრი პლუტონიდან დაშორებული იყო 50 და 33 მილიონი კილომეტრის მანძილით, შესაბამისად.

პლუტონის მასა ჰარონის მასაზე დახლოებით 10-ჯერ მეტია, ხოლო მათ ცენტრებს შორის მანძილი და ბრუნვის პერიოდი კი დაახლოებით არის 20,000 კმ და 154 სთ. ბრუნვის დროს ობიექტები ერთმანეთის მიმართ მუდმივად ერთი მხარით არიან მობრუნებული, როგორც მთვარე და დედამიწის შემთხვევაშია.

 

ავტომატურმა სადგური New Horizons კვლევის ძირითადი ეტაპი 14 ივნისს დაიწყო, როცა იგი პლუტონიდან მინიმალური მანძილით იყო დაშორებული. მონაცემების დედამიწაზე გადმოგზავნის პიკური ფაზა დაიწყო 2015 წლის 5 სექტემბერს. რამდენიმე გიგაბაიტი ინფორმაციის სრულად გადმოცემას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. ეხლა სადგური დედამიწიდან 5 მილიარდ კმ-ზე (34 ასტრონომიული ერთეულზე) მეტი მანძილითაა დაშორებული. 2019 წლისთვის სადგური უნდა მიუახლოვდეს პლანეტოიდს 2014 MU69, რომელიც პლუტონიდან დაახლოებით 1.6 მილიარდი კმ-თი (10 ასტრონომიული ერთეული) არის დაშორებული. New Horizons-ის მისიის დასრულება ნავარაუდევია 2020-იანი წლების შუა პერიოდში.

წყარო:

https://blogs.nasa.gov/pluto/2015/12/03/rotational-movies-of-pluto-and-charon-its-show-time/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.