საქართველოში ბევრ მმომხმარებელს აქვს წვდომა თანამგზავრულ სიგნალზე, ხოლო ქართულ არხებს იღებს მიწისზედა ანალოგური სიგნალის საშუალებით. ანალოგური სიგნალის გათიშვის და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვადა კი ახლოვდება.
ციფრული მიწისზედა და თანამგზავრული სიგნალი ერთ სეტ-ტოპ ბოქსზე მისაღებად ორი სეტ-ტოპ ბოქსის შეძენა საჭირო არ არის. არსებობს უნივერსალური ე.წ. COMBO მიმღები, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ტიუნერით. მისი საშუალებით ერთ ტელევიზორზე მიწისზედა ციფრულ და თანამგზავრულ სიგნალს მიიღებთ. ასეთი ტიპის სეტ-ტოპ ბოქსებს შეუძლია, ერთდროულად DVB-T2 და DVB-S2 სტანდარტის სიგნალის მიღება.
COMBO მიმღებს ქართულ ბაზარზეც შეიძენთ. თუმცა ტექნიკის ქსელური მაღაზიების დახლებზე მათ ვერ იპოვით. (“სმაილი”, “ელიტ ელექტრონიქსი”, “ბეკო”, “ტექნობუმი”, “ალტა”).
COMBO მიმღები იყიდება მაგალითად მაღაზია Next Star-ში (ლილო-მოლი, 46 პავილიონი, www.nextstar.ge). მოდელი NEXT MINIX HD COMBO-ს ფასი 135 ლარს შეადგენს. მას აქვს 8000 ტელეარხის ტევადობა, Wi-Fi-ს მხარდაჭერა, 2 USB პორტი, HDMI პორტი.
იგივე მოდელს Myebay-ზე (www.myebay.ge) იპოვით 125 ლარად. ინტერნეტ მაღაზია Mymarket –ზე (www.mymarket.ge) შესაძლებელია Openbox–ის combo v8 Full HD DVB S2 + T2 სეტ-ტოპ ბოქსის შეძენა. აპარატის ფასი მონტაჟით შეადგენს 250 ლარს. მოდელი ასევე იხილეთ www.alibaba.com; www.ebay.com.
ინტერნეტ მაღაზია www.mysat.ge წარმოდგენილია Amiko Mini Combo HD SE, რომლის ფასი 200 ლარია. ამ მოდელის დეკოდერს აქვს ორი პორტი თანამგზავრული და მიწისზედა ციფრული ანტენებისთვის, HDMI და RCA, Hi-speed USB 2.0, RS-232, SPDIF.
Amiko Mini Combo HD SE (www.amazon.fr; www.ebay.com; www.alibaba.com) საკმაოდ მარტივია ექსპლუატაციაში, მას აქვს YouTube სერისი, ამინდი, Google-ის რუკები, RSS-რიდერი. თბილისის ფარგლებში კურიერის მომსახურება 10 ლარი დაგიჯდებათ. პრიდუქტს 2-3 დღეში მიიღებთ.
COMBO მიმღებს არჩევანი მრავაფეროვანია უცხოურ ბაზარზე. მათ შემდეგ ონლაინ მაღაზიებში იპივით: www.ebay.com, www.amazone.com, www.alibaba.com. ჩაწერეთ ძიების ველში “Receiver DVB-S2 DVB-T2″ და საიტი ამოგიგდებთ უამრავ ვარიანტს (GI Phoenix, Amiko HD8260+, Openbox S8 HD (DVB-S2 + DVB-T2), Matrix2 PVR Galaxy Innovations, Rolsen RDB-902). მიმღების საშუალო ფასი 70 აშშ დოლარია. შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში სასურველი აპარატი ჩამოვა თბილისში დაახლოებით 2-3 კვირაში. დამკვეთს მოუწევს დამატებითი ტრანსპორტირების საფასურის გადახდა, რომელიც დამოკიდებულია ტვირთის წონასა და მოცულობაზე (პირობები კონკრეტულ გადამზიდ კომპანიასთან დააზუსტეთ). ასევე, თუ შეძენილი დეკოდერის ფასი აღემატება 300 ლარს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს დღგ.
ნალოგურიდან ციფრულ მაუყებლობაზე გადასვლისთანავე ქართულ ბაზარზე მიწისზედა ციფრული სიგნალის სხვადასხვა ტიპის დეკოდერი შემოიტანეს (TV Star, Sven, Eurostar და სხვა), მათი ფასი 55-დან 100 ლარამდე მერყეობს. ამ დეკოდერებს მხოლოდ DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მისაღება შეუძლია. თუმცა თუ ქართულ არხებთღან ერთად უცხოური არხების ყურება გსურთ, მოგიწევთ ორი რესივერის შეძენა. შეგახსენებთ, რომ DVB-T2 სტანდარტის მიმღები სეტ-ტოპ ბოქსით მომხმარებელი მხოლოდ ქართულ არხებს მიიღებს. საქართველოს ტელერადიოცენტრის მულტიპლექსი გთავაზობთ 3 უფასო არხს (“საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “მეორე არხი”, “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი”) ხოლო “სტერეო +” მულტიპლექსი 20მდე უფასო ქართულ არხს პირდება მომხმარებელს.
ციფრული მაუყწებლობის მისაღებად საქართველოში არსებობს ოთხი მთავარი პლატფორმა: თანამგზავრული, ზოგიერთი საკაბელო, IPTV და მიწისზედა. თანამგზავრული, IPTV და მიწისზედა ტელევიზია ისედაც ციფრულია. საკაბელო, ძირითადად, ციფრულია, გარკვეული გამონაკლისის გარდა (გადაამოწმეთ, კონკრეტულ პროვაიდერთან).
წყარო:
http://geodigital.tv