შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მარტოხელა გალაქტიკა - "კოსმოსში დაკარგული"
მარტოხელა გალაქტიკა - "კოსმოსში დაკარგული"

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამყაროს გრანდიოზული მასშტაბები გააჩნია, გალაქტიკების უმეტესობა გაერთიანებულია ჯგუფებსა თუ კლასტერებში. თუმცა მარტოხელა გალაქტიკა NGC 6503 ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. იგი მდებარეობს დრაკონის თანავარსკვლავედის მიმართულებით ჩვენგან 18 მილიონი სინათლის წლის მანძილზე და ჩვენი გალაქტიკური ჯგუფის ყველაზე ახლო მეზობელია. NGC 6503 განთავსებულია სივრცეში არსებული ერთ-ერთი სიცარიელის (The Local Void) კიდეში, რომელიც 150 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და თითქმის არ შეიცავს ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს.

მარტოხელა NGC 6503 არამარტო პოეტური შთაგონების წყაროა, არამედ ინტენსიური კვლევების ობიექტსაც წარმოადგენს, კოსმოსური ტელესკოპო Hubble თავისი დროის 154 ორბიტას იყენებს მასზე დასაკვირვებლად. შედარებისთვის, ტიპიური დაკვირვების პროგრამა Hubble-ს მაქსიმუმ რამოდენიმე ათეულ ორბიტას მოიცავს.

NGC 6503-ს მცირე ზომის ცენტრალური ამოზნექილობა გააჩნია, რომელიც მასიური მნათი აირებით არის გარშემორტყმული. გალაქტიკის ცენტრალური რეგიონი დაბალი იონიზაციის ბირთვების გამოტყორცნის მაგალითია და ის ნაკლებად კაშკაშაა ვიდრე ყველაზე კაშკაშად მიჩნეული გალაქტიკების ბირთვები. სურათზე დეტალურად ჩანს გაზის წითელი ნათება სპირალების გასწვრივ და ნათელი ცისფერი ლაქები ვარსკვლავების დაბადების ადგილებში. მტვრის მუქი ყავისფერი ხაზები გველის ფორმის მსგავსად კვეთენ გალაქტიკის მხრებსა და ცენტრს, რაც საბოლოო ჯამში გალაქტიკის აჭრელებულ სურათს იძლევა.

წყარო :

http://www.sciencedaily.com/releases/2015/06/150610111137.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.