როგორც ცნობილია დედამიწის მაგნიტოსფერო შედგება სხვადასხვა ფენებისგან. მათ შორისაა იონოსფერო და ე. წ. პლაზმასფერო. ზუსტი ინფორმაცია ამ ფენების სტრუქტურის შესახებ მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იონოსფერო მოქმედებს სატელიტების სანავიგაციო სისტემებზე და რადიო ტელესკოპების მიერ მიღებულ სიგნალებზე.
მეცნიერების ჯგუფმა სიდნეის უნივერსიტეტიდან, რომლის ლიდერი სტუდენტი გოგონაა (Cleo Loi), სტატიაში რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში, შემოგვთავაზეს დედამიწის მაგნიტოსფეროს გამოკვლევის მეთოდი რადიოტელესკოპის Murchison Widefield Array (MWA) საშუალებით. MWA წარმოადგენს 128 ანტენის რიგს, რომლის სიგრძე 3 კმ-ზე მეტია. Loi-იმ შემოგვთავაზა უკიდურესი დასავლეთი და აღმოსავლეთი ანტენების სიგნალების როგორც დურბინდის გამოყენება, რაც 3-განზომილებიანი ხედვის საშუალებას მოგვცემს. მონაცემების ანალიზის საფუძველზე დედამიწის ზედაპირიდან 600 კმ სიმაღლეზე დაფიქსირდა მაგნიტური ველის პარალელური მაღალი და დაბალი სიმკვრივის პლაზმური მილები, რომელებიც ერთმანეთთან აკავშირებენ იონოსფეროს და პლაზმასფეროს.