აღმოჩენა გაკეთდა NASA-ს ინფრაწითელი კოსმოსური ტელესკოპის WISE (Wide-field Infrared Survey Explorer) მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მუშაობდა 2009-2013 წლებში. გარდა სხვა მნიშვნელოვანი შედეგებისა WISE-ს მიერ აღმოჩენილი იქნა ობიექტების ახალი კლასი - ძალიან ნათელი ინფრაწითელი გალაქტიკები ELIRG (Extremely Luminous InfraRed Galaxies). ახალ სტატიაში ასტრონომები აღწერენ 20 ასეთ ELIRG-ას, რომელთაგან ერთ-ერთი WISE J224607.57-052635.0 ამჟამად ცნობილი ყველაზე ნათელი გალაქტიკაა. მეცნიერების ვარაუდით ამ გალაქტიკას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებით მასიური შავი ხვრელი.
გალაქტიკების ცენტრში ხშირად გვხვდება სუპერმასიური შავი ხვრელი. მათ გარშემო ტრიალებს მატერია, რომელიც ცხელდება მილიონობით გრადუსამდე და ასხივებს სხვადასხვა სახის სინათლეს. მაგრამ გამოსხივებას ხილულ სპექტრში შთანთქავს ვარსკვლავთშორისო მტვერი, რომელიც შემდეგ ინფრაწითელ გამოსხივებას ასხივებს. სწორედ ეს ინფრაწითელი გამოსხივებაა რომლის საშუალებითაც WISE-იაფიქსირებს გალაქტიკის ბირთვებს.
ასტრონომები გეგმავენ უფრო მეტი კვლევების ჩატარებას ამ განსაკუთრებით ნათელ გალაქტიკებზე, რათა დაადგინონ რატომაა მათი შავი ხვრელების მასა ამდენად დიდი.
წყარო:
http://www.scienc...xy-to-date
http://iopscience.iop.org/0004-637X/805/2/90/