შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

თვალის ფერადი გარსის დისტანციური სკანერი
თვალის ფერადი გარსის დისტანციური სკანერი

CMU-ს (კარნეგი მელონის უნივერსიტეტი) ინჟინრებმა შექმნეს თვალის ფერადი გარსის დისტანციური სკანირების სისტემა, რომელიც 12 მ მანძილამდე მუშაობს.

ცნობილია, რომ ყველა ადამიანის თვალის ფერადი გარსი განსხვავებულია, ისევე როგორც თითის ანაბეჭდი. ამიტომ თვალის სკანირების ტექნოლოგიაზე დამყარებული ამოცნობის სისტემა საკმაოდ ზუსტია თუ იარსებებს თითების ანაბეჭდების ანალოგიური თვალის ფოტოების ბაზა.

შემქმნელების აზრით სკანირების ტექნოლოგია უფრო მოსახერხებელია, რადგან თითის ანაბეჭდის ასაღებად საჭიროა აპარატთან ხელით შეხება. ახალ სისტემა უფრო სწრაფიცაა და შეუძლია მოხსნას აეროპორტებში საპასპორტოს კონტროლის რიგებთან დაკავშირებული პრობლემები. მაგრამ ახალი ტექნოლოგია ისეთივე საშიში შეიძლება გახდეს რამდენადაც მოსახერხებელია, თუ მონაცემების ბაზა საშიშ ხელში ჩავარდა. ამიტომ აუცილებელი გახდება ახალი კანონების შემოღება თვალის სკანერების გამოყენების გაკონტროლებისათვის.

რა თქმა უნდა ყველაფერი ეს თანხებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ მთავარია თუ რამდენად ეფექტურად იქნება გამოიყენებული ეს ტექნოლოგია. ასე, რომ ახლო მომავალში არ უნდა გაგიკვირდეთ თუ თქვენი მანქანა, ან ოფისის კარი დისტანციურად დაგაფიქსირებთ.

წყარო:

http://www.sciencealert.com/researchers-develop-an-iris-scanner-that-can-work-at-12-metres-away

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.