NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა Dawn (განთიადი) ახალი სურათი გადაუღო ჯუჯა პლანეტა ცერერას (Ceres).ფოტო 2015 წლის 23 მაისს იქნა გადაღებული, როდესაც ზონდის ორბიტა ცერერადან 5,100 კმ მანძილით იყო დაშორებული. მეცნიერთა თქმით, სურათის გარჩევადობა შეადგენს 480 მეტრს ერთ პიქსელზე. ახალ სურათზე დეტალურად არის ასახული ჯუჯა პლანეტის ზედაპირი, კარგად ჩანს მეორადი კრატერები და იდუმალი ნათელი ლაქები (გამოყოფილი არის მარჯვნივ), რომელთა წარმოშობა ჯერ-ჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის.
Dawn მისის ღირებულება 473 მილიონ დოლარს შეადგენს. აპარატი გაშვებული იქნა 2007 წელს რათა შეესწავლა მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდების სარტყელში მდებარე ორი უდიდესი ჯუჯა პლანეტა - ვესტა (დიამეტრი 530 კმ) და ცერერა (დიამეტრი 950 კმ). სანამ თავის საბოლოო მიზნისკენ, ცერერასკენ აიღებდა გეზს 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის სექტემბრამდე აპარატი ბრუნავდა ჯუჯა პლანეტა ვესტას (Vesta) გარშემო. Dawn-ის მისიის დასასრული 2016 წლის ივნისსთვის არის დაგეგმილი, როცა ხომალდი ცერერასგან მხოლოდ 375 კმ-თი იქნება დაშორებული.
დამატებითი ინფორმაცია:
http://www.space....photo.html