შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მოქნილი ელექტრონიკა
მოქნილი ელექტრონიკა

ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ მობილურ ტელეფონებს, ტაბლეტებს, smart საათებსა და სათვალეებს. ამ მოწყობილობებიდან არც ერთს არ აქვს უნარი, რომ ეკრანის ფორმა შეცვალოს. ჟურნალ ACS Applied Materials & Interfaces-ის 2015 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნებული ჩინელი მეცნიერების სტატია კი გვამცნობს ახალი ტექნოლოგიის შესაებ, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ძალიან დრეკადი მანათობელი ეკრანების დამზადება.

მეცნიერებმა შემწოვი ფილტრაციის (suction-filtration) მეთოდით შექმნეს მანათობელი, გამჭვირვალე და მოქნილი ფურცელი ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან. ასეთი მცდელობები აქამდეც იყო, მაგრამ ამ დრომდე არსებული ყველა ტექნოლოგია საჭიროებდა პლასტმასისა და ტოკსიკური ნივთიერებების გამოყენებას. Yu-Zhong Wang, Fei Song და მათი კოლეგები კი ცდილობდნენ ბუნიბისთვის უსაფრთხო მასალების გამოყენებას. მკვლევარებმა შექმნეს თხელი, ნანოცელულოზის ფურცელი ხის "ფხვნილისგან", რომელშიც განათავსეს ბიოთავსებადი კვანტური წერტილები (მცირე ნახევარგამტარული კრისტალები) შექმნილი თუთიისა და სელენიუმისგან. ფურცელი ანათებსა ოთახის ტემპერატურაზე და შესაძლებელია მისი დახვევა და გაშლა ისე, რომ არ დაზიანდეს.

წყარო:
http://www.scienc...100609.htm

http://pubs.acs.org/doi/abs/10.1021/acsami.5b02011

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.