შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ჰაბლმა შავი ხვრელის ჯეტებში მატერიის დაჯახება გადაიღო
ჰაბლმა შავი ხვრელის ჯეტებში მატერიის დაჯახება გადაიღო

Abbell 1367 კლასტერში (ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით) მდებარე ელიპტური გალაქტიკა NGC 3862-, რომელიცდედამიწიდან 260 სინათლის წლითაა დაშორებული, კოსმოსური ტელესკოპი Hubble (NASA) 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდა. გალაქტიკის აქტიური ბირთვიდან გამოტყორცნილი ჭავლების (რელატივისტური ნაწილაკების ნაკადი, რომელთა სიჩქარე სინათლის სიჩქარის 98 %-ს აღწევს) გამოსახულებები NASA-ს მკვლევარებმა გააერთიანეს ერთ ვიდეო ფაილში. ვიდეოში ჩანს რამოდენიმე კვანძი ჭავლების შიგნით, რომლებშიც ხდება მატერიის შეჯახება, რაც იწვევს მათი სიჩქარის შემცირებას.

ჭავლები აღმოჩენილია ბევრი გალაქტიკის ცენტრში რაც მეცნიერების აზრით ადასტურებს იქ შავი ხვრელების არსებობას. ნაწილაკების ეს ნაკადები ძირითადად რენტგენულ და რადიო დიაპაზონშია დამზერადი და მხოლოდ რამდენიმე ხილულ სპექტრში. ამის მიზეზს ასტრონომები ჯერ-ჯერობით ვერ ხსნიან. ჭავლების წარმოქმნის მექანიზმი ფიზიკოსებისთვის ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული. ვარაუდობენ, რომ ისინი წარმოიქმნებიან გალაქტიკის აქტიური ბირთვიდან პლაზმის გამოდინების შედეგად.

 

წყარო:
 http://lenta.ru/n.../28/nasa1/
http://phys.org/n...-hole.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.