შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

სფერული ელვის სპექტრი
სფერული ელვის სპექტრი

სფერული ელვა ძალიან იშვიათი მოვლენაა - მისი დაკვირვება შეიძლება ძალიან იშვიათად და ისიც ძალიან მცირე ხნით. თუმცა ჩინელმა მეცნიერებმა Northwest Normal University-დან, რომლებიც იკვლევდნენ ელვას მთის პლატოზე ერთ-ერთი ჭექა-ქუხილის დროს შემთხვევით დააფიქსირეს სფერული ელვის წარმოქმნა მათი სპექტრომეტრიდან მხოლოდ 900 მ მანძილზე. სპექტრომეტრით დაფიქსირებული ნათების დიამეტრი დაახლოებით 5 მეტრი აღმოჩნდა, სფერული ელვის რეალური ზომა კი ბევრად ნაკლები იყო. სპექტრის ანალიზით დადგინდა, რომ სფერული ელვის გამოსხივების სპექტრი შეიცავდა კაჟის, რკინისა და კალციუმის სპექტრალურ ხაზებს. ეს ყველა ელემენტი კი დიდი რაოდენობითაა ნიადაგში. გამოკვლევის ადგილას ნიადაგი შეიცავდა ასევე ალუმინს, თუმცა მეცნიერებმა ვერც უარყვეს და ვერც დაადასტურეს მისი არსებობა სპექტრში.

ის, რომ სფერული ელვა შედგება ნიადაგის ელემენტებისგან, კარგად ემთხვევა ამ ობიექტის შექმნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თეორიას. ამ თოერიის თანახმად, ჩვეულებრივი ელვა განიმუხტება მიწაზე და იქიდან აორთქლებს ნიადაგში მყოფ სილიკატებს. ამის შედეგად იქმნება კაჟის მაღალენერგეტიკული ატომები, რომლებიც შემდგომში რეკომბინირებენ და წარმოქმნიან ნანონაწილაკებს ან ნანოძაფებს. ეს წარმნაქმნები შედიან რეაქციაში ჟანგბადთან და გამოყოფენ სითბოსა და სინათლეს.

მიუხედავად ჩინელი მეცნიერების შედეგებისა, ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია სფრეული ელვის თვისებებზე რათა ცალსახა დასკვნები გაკეთეს მისი შექმნის რომელი თეორიაა სწორი.

წყარო:

Phys. Rev. Lett. 112 (2014) 035001;

http://www.gizmag.com/first-optical-spectrum-ball-lightning/30545/

http://sci-lib.com/article1960.html

 

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.