შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ბნელი მატერიის ანიჰილაციის სიგნალების ძიება
ბნელი მატერიის ანიჰილაციის სიგნალების ძიება

The Large Area Telescope (LAT) არის გამა სხივების ტელესკოპი (ენერგიების დიაპაზონი 20 MeV - 300 GeV) და წარმოადგენს Fermi (NASA) კოსმოსური ობსერვატორიის ძირითად ინსტრუმენტს. LAT-ის მხედველობის არე ყოველ მომენტში კოსმოსის 20%-ია, ხოლო მთლიანი ცის თაღის სკანირებას იგი ახდენს ყოველ 3 საათში.

ამჟამად LAT სამეცნიერო კოლაბორაციაში შედის 12 ქვეყნის 90 სამეცნიერო ცენტრში მოღვაწე 400-ზე მეტი მეცნიერი და სტუდენტი. კოლაბორაცია აქვეყნებს შრომებს რომლებიც ეძღვნება პულსარებს, აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებს, ვარსკვლავების სფერულ გროვებს, კოსმოსურ სხივებს, გამა აფეთქებებს, ორმაგ ვარსკვლავებს, ზეახალ ვარსკვლავებს და სხვა.

LAT კოლაბორაციის ბოლო (2015 წლის მარტის) სტატია ეხება ჯუჯა სფეროიდალურ გალაქტიკებს, რომლებიც წარმოადგენენ პერსპექტიულ ობიექტებს ბნელი მატერიის ანიჰილაციის სიგნალების მოსაძებნად, რადგან ასეთ ობიექტებში ბნელი მატერიის ფარდობითი წილი დიდია, ხოლო ფონური გამოსხივება კი მცირე. შედეგები ეყრდნობა ჩვენი გალაქტიკის სატელიტ 15 ჯუჯა სფეროიდის შესახებ კოსმოსური გამა-ტელესკოპი Fermi-LAT-ის ბოლო 6 წლის მონაცემებს. კვლევა მიმდინარეობდა 500 MeV - 500 GeV ენერგიის დიაპაზონში. დაკვირვებების პერიოდის განმავლობაში არ იქნა აღმოჩენილი ფონთან შედარებით მნიშვნელოვანი გამა-გამოსხივება, რაც გვაძლევს ზემო ზღვარს 100 GeV-ზე ნაკლები მასის ბნელი მატერიის ნაწილაკების bb(ანტი) კვარკულ წყვილში ან τ-ლეპტონებში ანიჰილაციის დიფერენციალურ განივკვეთზე. ეს მონაცემები უქმნის გარკვეულ სიძნელეებს ბნელი მატერიის ყველაზე პოპულარულ თეორიას WIMP-ის (სუსტად ურთიერთმქმედი მასიური ნაწილაკები) შემოყვანით. თუმცა არაა გამორიცხული მოდელები, რომლებშიც ბნელი მატერიის ნაწილაკების ანიჰილაცია ხდება მსუბუქ ლეპტონებში, რადგან ამ შემთხვევაში შეზღუდვები გამა გამოსხივებაზე ნაკლებია.

წყარო:

arXiv: 1503.02641 [astro-ph.HE]

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.