შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

წვიმის ღრუბელში ანტიმატერიაა აღმოჩენილი
წვიმის ღრუბელში ანტიმატერიაა აღმოჩენილი

ფიზიკოსებმა დაამთავრეს მონაცემების ანალიზი, რომლებიც მიღებული იქნა 2009 წლის 21 აგვისტოს ჯორჯიის შტატის სანაპიროს თავზე მყოფი თვითმფრინავ Gulfstream V-ის რადიოლოკატორის მიერ. მაშინ საფრენი აპარატი მოხვდა ჭექა–ქუხილის ღრუბელში და მისმა დეტექტორებმა 511 კევ-ის გამა–გამოსხივების 3 პიკი დააფიქსირეს. პიკური გამოსხივების ხანგრძლივობა დაახლოებით წამის მეხუთედი გრძელდებოდა და მას მოჰყვებოდა შედარებით სუსტი სიგნალები.

რადგან ატმოსფერულ აქტივობას, მათ შორის ელვას, არ შეუძლიათ ასეთი მაღალენერგეტიკული გამოსხივების წარმოქმნა, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თვითმფრინავის ხელსაწყოების მიერ დაფიქსირებული პიკები მატერიის და ანტიმატერიის (ამ შემთხვევაში ელექტრონ-პოზიტრონების) ანიჰილაციის შედეგად გაჩდნენ. მონაცემების ანალიზის საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თვითმფრინავმა გაიფრინა პოზიტრონების ღრუბელში, რომლის ზომა 2 კილომეტრს აღწევდა. თუმცა გაჩნდა ეჭვები ღრუბლის ზომებზე, შესაძლოა ის ბევრად პატარა ყოფილიყო, ანიჰილაცია კი მოხდარიყო თვითმფრინავთან ძალიან ახლოს, კერძოდ მის ფრთაზე. ამ ვერსიით ანტიმატერიის წარმოშობას მეცნიერები უკავშირებენ ელვის გამო ფრთაზე მუხტების და ინტენსიური ელექტრული ველების წარმოქმნას, რამაც გამოიწვია პოზიტრონების დაბადება.

მეცნიერები აპირებენ ატმოსფერული ეფექტების კვლევის გაგრძელებას და ამ მიზნით ჭექა–ქუხილის ადგილებში სათანადო აპარატურით აღჭურვილი საჰაერო ბურთების გაშვებას. გარდა ამისა იგეგმება ელვისგან დაცული თვითმფრინავის – ამერიკული მოიერიშე Fairchild-Republic A-10 Thunderbolt II–ის გამოყენებაც.

წყარო:

http://lenta.ru/n...ulfstream/

http://www.nature...ds-1.17526

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.