ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფი იელის და კალიფორნიის (სანტა კრუზი) უნივერსიტეტებიდან დააკვირდნენ ყველაზე შორეულ გალაქტიკას EGS-zs8-1, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 13,1 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. გალაქტიკის სინათლე, რომელსაც მეცნიერები აკვირდებია, გამოსხივდა მაშინ როცა სამყაროს ასაკი ახლანდელის მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. მიუხედავად მცირე ასაკისა გალაქტიკის მასა ჩვენი გალაქტიკის მასის დაახლოებით 15%-ს უტოლდება და სავარაუდოა, რომ გასული მილიარდი წლების განმავლობაში საკმაოდ გაიზრდებოდა. გალაქტიკა EGS-zs8-1 საკმაოდ აქტიურია, ვარსკვლავები იქ 80-ჯერ უფრო სწაფად წარმოიქმნებიან ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში.
აღმოჩენა გაკეთდა NASA-ს კოსმოსური ტელესკოპების Spitzer და Hubble მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო მანძილის შესაფასებლად გამოიყენეს ჰავაის კუნძულებზე განლაგებული Keck-ის ობსერვატორიის 10-მეტრიან ტელესკოპზე დამონტაჟებული სპექტროგრაფი MOSFIRE.
წყარო:
http://naked-science.ru/article/sci/obnaruzhena-samaya-dalekaya-ga
http://news.yale.edu/2015/05/05/astronomers-unveil-farthest-galaxy