სენსორული ხელთათმანები კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა რაისის უნივერსიტეტის (ტეხასი, აშშ) ინჟინრებმა შექმნეს უფრო დახვეწილი მოწყობილობა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით. როგორც წესი, სენსორული ხელთათმანები მუშაობდნენ ვიბრაციის პრინციპზე ვირტუალური ობიექტის შეხებისას. ახალ მოწყობილობაში კი, ქსელური კაბელი დაკავშირებულია ხელთათმანის შიგნით ჩამონტაჟებულ ბუშტუკებთან, რომლებიც სხვადასხვაგვარად იბერებიან ვირტუალურ საგანთან შეხებისას და ბევრად უფრო რეალისტურ შევიგრძნებებს იწვევს.
ჯერ-ჯერობით დამზადებულია ახალი სენსურული ხელთათმანის 350 გრამი წონის ეთადერთი ეგზემპლარი, რაც დეველოპერების თქმით ოპტიმალური წონაა. ხელთათმანს ექნება wi-fi პორტიც, რაც საშუალებას მისცემს გეიმერებს თამაშის დროს შეუზღუდავად გადაადგილდნენ ოთახში. ახალი ხელთათმანი კომპიუტერული თამაშების მოყვარულებისათვის ჯერ კიდევ დახვეწის ეტაპზეა და ზოგიერთი დეტალი გასაიდუმლოებულია.
http://www.iflscience.com/technology/haptic-gloves-could-let-you-feel-virtual-reality