მეცნიერები სუპერმასიური შავი ხვრელების შერწყმას აკვირდებიან
მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომებმა შესაძლოა აღმოაჩინეს შავი ხვრელების ორმაგი სისტემა - ობიექტი, რომელსაც ჩნდება როცა ორი სუპერმასიური შავი ხვრელი იმდენად ახლოს მიდის ერთმანეთთან, რომ ქმნიან გრავიტაციულად ბმულ მდგომარეობას.
კვაზარები, ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტები სამყაროში, ჩნდებიან როცა შავი ხვრელები შთანთქავენ მატერიას და გაამოტყორცნიან ელექტრომაგნიტურ ენერგიას. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ როცა შავი ხვრელები ორმაგ სისტემაში რიგრიგობით შთანთქავენ ახლო მყოფ მატერიას, მათი შესაბამისი კვაზარები ციმციმებენ.
Astrophysical Journal Letters–ში ასტრონომები ამ აღმოჩენას აღწერენ როგორც „პულსირებადი კვაზარი“. მეცნიერები გეგმავენ გააგრძელონ კვაზარების და მათთან დაკავშირებული შავი ხვრელების ევოლუციის შესწავლა ამჟამად მშენებარე Large Synoptic Survey Telescop–ის მეშვეობით. ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალში მოახერხებენ სუპერმასიურ შავ ხვრელებს შორის მანძილის შემცირების და მათი შერწყმის პროცესის დამზერას.
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი