NASA-ს მონაცემებით შაბათს, 4 აპრილს, მოხდება მთვარის სრული დაბნელება, რომელიც ყველაზე ხანმოკლე იქნება ამ საუკუნეში. მოვლენა დაიწყება აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროდან ადგილობრივი დროით 06:16 (თბილისის დროით 14:16) და გაგრძელდება 4 წუთი და 43 წამი. მთვარე დაბნელებული (ნაწილობრივ მაინც) 5 საათისა და 57 წუთის განმავლობაში იქნება. დაბნელებისას მთვარე იღებს მუქ-წითელ ფერს არეკლილი სხივების გამო, რადგან დედამიწის ატმოსფერო ყველაზე უკეთ წითელი სხივებს ატარებს. მოვლენაზე თვალყურის დევნება შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, ძირითადად დასავლეთ ნახევარსფეროში (აშშ-დან ჩინეთამდე).
მთვარის დაბნელებებს რაიმე განსაკუთრებული კანონზომიერება არ გააჩნიათ, ნაწილობრივი და სრული დაბნელება ერთმანეთს ენაცვლება ხოლმე. ახლა ჩვენ 2014-2015 წლების ტეტრადის (მთვარის ოთხი დაბნელება ერთი წლის განმავლობაში) შუაში ვართ. დაბნელებას ადგილი ჰქონდა 2014 წლის 15 აპრილსა და 8 ოქტომბერს და მოხდება 2015 წლის 4 აპრილსა და 28 სექტემბერს. XXI საუკუნეში სულ დაბნელებების 8 ტეტრადა იქნება - ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება ასწლეულის მანძილზე მოხდეს. ამჟამინდელი ტეტრადა რიგით მეორეა, შემდეგი კი 2032 წელს იქნება.
დამატებითი ინფორმაცია:
http://www.nasa.gov/press/2015/april/nasa-to-host-teleconference-and-twitter-chat-to-discuss-shortest-lunar-eclipse-of/