ჰოლანდიაში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის Mars One-ის მთავარი მიზანია მარსის კოლონიზაცია. მისიის პირველ ეტაპზე, ახალ გარემოში სიცოცხლისუნარიანობის შესამოწმებლად, "წითელ პლანეტაზე" ორბიტალური აპარატის და დასაშვები მოდულის გაშვება იგეგმება. მისიის დაწყება 2018 წელს იყო დაგეგმილი, ახლა კი 2 წლით გადაიდო, რაც შემდგომი ეტაპების გადავადებასაც გამოიწვევს.
პროექტის ორგანიზატორის, ბას ლანსდორფის თქმით, მარსზე ადამიანების პირველი კოლონიის გადასმა 2027 წელს მაინც განხორციელდება. ეს განცხადება არის პასუხი Mars One მიერ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის 100-დან ერთ-ერთი ფინალისტის, NASA-ს ყოფილი მკვლევარის, იოსებ როშეს კრიტიკაზე. როშეს თქმით, მარსზე გასაგზავნი პერსონალის შერჩევისას ორგანიზატორების მთავარი კრიტერიუმი იყო თუ რამდენად დააფინანსებდნენ უკანასკნელები პროექტს, ხოლო დაგეგმილი 200,000 აპლიკანტის ნაცვლად შერჩევაში მონაწილეობა მხოლოდ 2,761-მა მიიღო.
დამატებითი ინფორმაცია:
http://www.mars-one.com/
http://www.engadget.com/2015/03/24/in-mars-one-we-trust/
http://www.iflscience.com/space/whats-going-mars-one