NASA-მ გამოუშვა ახალი პროგრამა ასტეროიდების ძიებისთვის
NASA-მ გამოუშვა ახალი კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სახლიდან გაუსვლელად სახიფათო ასტეროიდების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელის გაშვებაც შესაძლებელია Mac OS და Windows პლატფორმებზე, შეიქმნა NASA-ს და კომპანია Planetary-ის ერთობლივი ძალისხმევით.
ახალი კომპიუტერული პროგრამა შეიქმნა Asteroid Data Hunter Challenge კონკურსის ფარგლებში, რომლის საპრიზო ფონდი 55,000 დოლარს შეადგენდა. ამ კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ასტეროიდების აღმოჩენის ახალი ალგორითმების დამუშავება იყო. ახალ პროგრამაში გამოყენებული ალგორითმების მეშვეობით ასტეროიდების აღმოჩენა უფრო სწრაფი და ზუსტი გახდება.
დამატებითი ინფორმაცია:
NASA Software Lets You Hunt Dangerous Asteroids from Home
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი