ოქროს ნანომილების და ინფრაწითელი გამოსხივების ერთობლივი გამოყენებით შესაძლებელია კიბოს უჯრედების განადგურება. ეს აღმოჩენა ეკუთვნის ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევართა ჯგუფს Steve Evans-ის ხელმძღვანელობით.
მაღალი ტემპერატურების ზემოქმედებით ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედები, მათ შორის კიბოს უჯრედებიც, შეიძლება იქნას განადგურებული. მეცნიერებმა მიაგნეს მეთოდს თუ როგორ მოახერხონ მხოლოდ კიბოს უჯრების გადახურება ოქროს ნანომილების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ თვისება გარს შემოერტყან კიბოს უჯრედებს. ოქრო მეტალია და ორგანულ ნივთიერებასთან შედარებით უფრო აქტიურად შთანთქვას ინფრაწითელ (სითბურ) გამოსხივებას. შედეგად ინფრაწითელი დასხივებით შესაძლებელი ხდება მხოლოდ კიბოს უჯრედების გახურება და განადგურება.
დამატებუთი ინფორმაცია: http://physicswor...ncer-cells