მნიშვნელოვანია, რომ ასტრონავტი ყოველთვის კონცენტრირებული იყოს თავის დავალებაზე და ამ დროს არაფერმა მას ხელი შეუშალოს. პატარა დაბნეულობაც კი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვაგვარი პრობლემა. ამიტომ NASA-მ გადაწყვიტა ასტრონავტებისთვის "ჭკვიანი" სათვალეების დამზადება. ამაში NASA-ს ეხმარება კომპანია Osterhout Design Group. ისინი ამზადებენ დამატებითი და ვირტუალური რეალობის სათვალეებს ასტრონავტებისათვის. ასეთი სათვალეების გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც კოსმოსში, ასევე დედამიწაზე.
ამ სათველეების ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნება ასტრონავტისთვის საჭირო ინფორმაციის მიცემა ამა თუ იმ მოწყობილობაზე, ექსპერიმენტზე, დოკუმენტაციაზე, ასევე კრიტიკულ სიტუაციაში რაიმე ნაწილის რემონტზე და ა.შ.
სათვალეების გამოსვლის თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ არის იმედი, რომ უკვე ახლო მომავალში NASA-ს და Osterhout Design Group ჯგუფის ერთობლივი პროექტი იქნება გამოყენებული კოსმოსში.
დამატებითი ინფორმაცია:
ODG and NASA Explore Use of ODG Smart Glasses
NASA works with S.F. firm on tech glasses for astronauts