დედამიწას მხოლოდ ერთი მშობელი ვარსკვლავი ჰყავს, თუმცა არსებობენ პლანეტები ჩვენგან ბევრად განსხვავებულ ვარსკვლავურ სისტემებში. ორმაგი და სამმაგი ვარსკველავთა სისტემები გასაკვირი აღარაა, პალომარის ობსერვატორიის (კალიფორნია) მკვლევარებმა კი აღმოაჩინეს რიგით მეორე პლანეტა, რომელიც ოთხმაგ ვარსკვლავთა სისტემას მიეკუთვნება. გიგანტური, ე.წ. ცხელი იუპიტერის კლასის პლანეტა მდებარეობს ვერძის თანავარსკვლავედში და დედამიწიდან 136 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ეს პლანეტა ალბათ დაუსახლებელია, რადგან საკმაოდ ახლოს მდებარეობს ძირითად ვარსკვლავთან, ერთი სრული ორბიტის შემოწერას 72 ასტორნომიულ საათს ანდომებს. პირველი ასეთი პლანეტის (KIC 4862625) დაიკვირვა მოხერხდა 2013 წელს ოებიტალური ტელესკოპის Kepler (NASA) მეშვეობით.
წყარო: http://www.iflsci...rent-stars