რაიმე ობიექტი სხვადასხვა თვალით სხვადასხვანაირად ჩანს. სიბრტყეზე შესაძლებელია ორი განსხვავებული სურათის დატანა, რომელთაგან ერთი მარცხენა თვალით დანახულ გამოსახულებას შეესაბამება, ხოლო მეორე - მარჯვენა თვალით დანახულს. ამ ტექნიკის გამოყენებით სურათი რელიეფურის შთაბეჭდილებას ქმნის.
ჰოლოგრაფიულ სურათებზე დამალული მოცულობითი გამოსახულებების დასანახად საჭიროა მზერის ფოკუსირება გამოსახულების უკან წარმოსხვით წერტილზე. სტერეო გამოსახულებების დათვალიერება, გარდა ესთეთიკური სიამოვნებისა, ასევე სასარგებლოა თვალის კუნთების სავარჯიშოდ.
გთავაზობთ hidden-3d.com ვებ-გვერდზე განთავსებულ რამოდენიმე რელიეფურ გამოსახულებას, რომელთა სახელი მიგვანიშნებს თუ რა ობიექტის ჰოლოგრამა იმალება სურათზე.
კიბერ-ტვინი
NASA-ს Shuttle და კოსმონავტი
მარსმავალი Curiosity