შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ფიზიკოსებმა კვლავ ვერ აღმოაჩინეს ფარული მატერია
ფიზიკოსებმა კვლავ ვერ აღმოაჩინეს ფარული მატერია

ჰიპოტეტურ U-ბოზონს, ან სხვანაირად ფარულ (ბნელ) ფოტონს, ელქტრო-მაგნიტური კვანტისგან განსხვავებით მიეწერება მცირე უძრაობის მასა (რამოდენიმე მიკროელექტროვოლტი). აღნიშვნა U მიგვანიშნებს, რომ ეს ბოზონები შეესაბამება სტანდარტული მოდელის ფოტონების შესაბამისი უნიტარული გარდაქმნის მსგავს ახალ უნიტარულ გარდაქმნას და შესაბამისად ახალი ტიპის ურთიერთქმედებას.

დანადგარზე HADES (High-Acceptance Di-Electron Spectrometer), მეცნიერების საერთაშორისო კოლაბორაცია სწავლებოდა U-ბოზონების შესაძლო გაჩენას 2 ტიპის რეაქციებში:

  1. ნიობიუმის და წყალბადის დაბომბვა პროტონების ნაკადით, რაც იწვევდა პიონის დაბადებას;

  2. არგონის და კალიუმის ქლორიდის დაჯახებები ეტა-მეზონის გაჩენით.

ითვლება, რომ პიონებს და ეტა-მეზონებს  შესაძლოა ფოტონების გარდა ჰქონდეთ დაშლის არხი U-ბოზონებადაც. შემდგომში კი U-ბოზონები უნდა გვაძლევდნენ ლეპტონურ წყვილებს (ელექტრონი და პოზიტრონი), რომელთა სტატისტიკაც შეისწავლებოდა მეცნიერების მიერ. ექსპერიმენტებმა ანომალია ვერ აღმოაჩინა, რაც საშუალებას გვაძლევს ამოვშალოთ U-ბოზონები სამყაროში არსებული ფარული მატერიის პერსპექტიულ კანდიდატთა სიიდან.

წყარო: https://www.hzdr.de/db/Cms?pOid=41693&pNid=0

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.