Nature-ის მარტის ნომრის თანახმად ასტრონომებმა მზის სისტემაში კიდევ ერთი ჯუჯა პლანეტა, 2012 VP113, აღმოაჩინეს. პლანეტის დიამეტრი დაახლოებით 450 კილომეტრს შეადგენს. იგი მდებარეობს ოორტის ღრუბელში და ყველაზე შორეული ობიექტია, რომელიც მზის სისტემაში აქამდე აღმოჩენილა. მისი ორბიტა ქვემო სურათზე წითელი ელიპსითაა მოცემული. იგი საკმაოდ შორსაა კუიპერის სარტყელისგან (ცისფერი რგოლი). მზესთან ყველაზე მეტად დაახლოებისას პლანეტა 12 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული მისგან, ანუ, ამ პლანეტის პერიჰელიუმის დაშორება დაახლოებით 80 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს (80-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე დედამიწა). მისი ორბიტა და კიდევ ერთი ჯუჯა პლანეტის, 2003 წელს აღმოჩენილი სედნას (Sedna) (უფრო გაწელილი, ნარინჯისფერი ელიპსი ამ სურათზე).
ორბიტა ერთმანეთს იმდენად ჰგვანან, რომ სავარაუდოდ ამ ორ ჯუჯა პლანეტას "მყემსავს" კიდევ ერთი, გაცილებით უფრო დიდი პლანეტის გრავიტაციული მიზიდულობა! ეს ვარაუდი გამოთქვა 2012 VP113-ს ერთ-ერთმა აღმომჩენმა სკოტ შეპარდმა (Scott S. Sheppard). ეს პლანეტა ჯერ აღმოჩენილი არ არის, მაგრამ მას უკვე შეარქვეს სახელად "სუპერ დედამიწა" (Super Earth). სავარუდოდ ეს უცნობი პლანეტა მზისგან რამდენიმე ასეული ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. თუ ეს პლანეტა მართლა არსებობს მისი ზომები შესადარისია დედამიწისა ან აღემატება კიდეც მას.