ბრიტანელმა ნეირობიოლოგებმა ჩაატარას ექსპერიმენტი, რომლის დროსაც 15 მატემატიკოსს სთხოვეს 60 მათემატიკური ფორმულიდან მათი აზრით ყველაზე ლამაზის არჩევას. ფორმულების შეფასების პროცესში მათ ტვინს აკვირდებოდნენ ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსისული ტომოგრაფიის (fMRI) მეშვეობით.
როგორც აღმოჩნდა ლამაზი ფორმულა იწვევდა მათემატიკოსების თავის ტვინის ფრონტალურ ზონის, რომელიც პასუხისმგებელია რთულ კოგნიტიურ ფუნქციებსა და ემოციებზე, აღგზნებას. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მათემატიკოსების მიერ სილამაზის აღთქმა ძალიან წააგავს იმ შეგრძნებებს რომელიც წარმოიშვება სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას ან სახვითი ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებისას.
ცდის მონაწილეებმა ყველაზე ლამაზად აღიარეს ეილერის იგივობა.
${\bf 1+ e^{i\pi} = 0}$
იგი გამომდინარეობს ეილერის ცნობილი ფორმულიდან, რმელიც აკავშირებს კომპლექსური რიცხვის ექსპონენტას ტრიგონომეტრიულ ფუნქციებთან.
ექსპერიმენტში გამოყენებულ სხვა მათემატიკური ფორმულები იხილეთ აქ.