IBM-ის ინჟინრებმა შექმნეს პირველი რადიომიმღები გრაფენის საფუძველზე. ხელსაწყოს აღწერილობა გამოქვეყნებულია ჟურნალის Nature Communications იანვრის ნომერში. ზოგადი ინფორმაცია გრაფენის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდანაც.
გრაფენული რადიომიმღები მუშაობს ულტრამოკლე ტალღების დიაპაზონში (4,3 გიგაჰერცი) და მისი ფართობი არის მხოლოდ 0.6 მმ2. ხელსაწყო აგებულია დაახლოებით იგივე პროცედურებით, რომელსაც ჩვეულებრივი მიკროსქემების წარმოებისას იყენებენ.
ინჟინრები ადრეც ცდილობდნენ გრაფენის მიმღების აგებას, მაგრამ ერთატომიანი ნახშირბადის ფენა ზიანდებოდა მეტალის კომპონენტებთან მიერთების მცდელობისას. ახალი გრაფენული რადიომიმღების შემქმნელები ამბობენ, რომ მათი ტექნოლოგიის ძირითადი განსხვავება არის აწყობის პროცედურის თანმიმდევრობის შეცვლა. მათ გამოიყენეს უახლესი ცოდნა იმაზე თუ როგორ მიენიჭოს ერთატომიან ნახშირბადს ნახევარგამტარის თვიდებები და როგორ შეთავსდეს ერთ ხელსაწყოში გრაფენული ფენის ნახევარგამტარული და მეტალური თვისებები.