მიუხედავად სოლიდური ასაკისა – თითქმის 13 წელი,WindowsXP ეხლაც რჩება ერთ-ერთ პოპულარულ ოპერაციულ სისტემად. 2003-დან 2011 წლამდე იგი ყველაზე გავრცელებული სისტემა იყო მსოფლიოში, ეხლა კი იგი დაყენებულია კომპიუტერების 11 %-ზე (მათ შორის აშშ-ს ბანკომატების 95 %-ზე) და მეორე ადგილს იკავებს Windows 7-ის შემდეგ. შედარებისთვის, Windows 8-ს წილი მხოლოდ 10 %-ია, მიუხედავად 100 მილიონი ლიცენზიის გაყიდვისა Windows XP რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ოპერატიულ სისტემად და მოითხოვს მუდმივ მოდერნიზაციას და დრაივერების დამატებას ახალ ხელსაწყოებთან სამუშაოდ.
XP-ის ინტენსიური განახლების შეჩერება ნავარაუდევია 2014 წლის 8 აპრილს, თუმცა ანტივირუსების ბაზების განახლება 2015 წლის 14 ივნისამდე გაგრძელდება. Microsoft-ის წარმომადგენლის სიტყვებით ეს «დაეხმარება მომხმარებლებს და ორგანიზაციებს უფრო თანამედროვე ოპერატიულ სისტემაზე ორგანიზებულ გადასვლაში».
წყარო:
http://www.geeky-gadgets.com/microsoft-will-continue-to-provide-antimalware-support-to-windows-xp-until-july-2015-16-01-2014/