შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ვარსკვლავების ბინარული სისტემების წარმოქმნის თეორია დამტკიცდა
ვარსკვლავების ბინარული სისტემების წარმოქმნის თეორია დამტკიცდა

მზის მაგვარი ვარსკვლავების ნახევარი არის ორი ან მეტი ვარსკვლავური, სისტემების ნაწილი და დიდი ხნის მაძილზე დაუზუსტებელი იყო მათი ფორმირების მექანიზმი. აქამდე ძნელად შესამჩნევი პროტოვარსკვლავების ორმაგი სისტემის აღმოჩენამ ფარდა ახადა ამ საიდუმლოს.

ნაციონალური რადიო ასტრონომიული ობსერვატორიის (NRAO, აშშ) ასტრონომები აკვირდებოდნენ ჩვენგან 1000 სინათლის წლით დაშორებული ორი ვარსკვლავური სისტემის წარმოქმნის ადრეულ სტადიას. ორივე სისტემის შემთხვევაში, პროტოპლანეტური დისკოს სიბრტყეში, რომელშიც ერთი ვარსკვლავი იბადებოდა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეორე ვარსკვლავებიც, რამაც დაამტკიცა პროტოპლანეტური დისკოს ფრაგმენტაციის თეორია. ამ თეორიის თანახმად პროტოპლანეტური დისკოები, რომლებიც მტვრისა და გაზისგან შედგებიან, ფრაგმენტაციას განიცდიან საკუთარი გრავიტაციული ველის ზემოქმედებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება რამოდენიმე ვარსკვლავი. წარმოქმნილი ვარსკვლავები ერთად აგრძელებენ დისკოს მატერიის შთანთქმას და დროდადრო გამოტყორცნიან მას დისკოს პერპენდიკულარულ სიბრტყეში ჯეტების მსგავსად.


www.cv.nrao.edu/course/astr534/images/VLA.jpg
ასეთი აღმოჩენა შესაძლებელი გახდა იმის შემდეგ რაც 2012 წელს NRAO-ში დამთავრდა განახლების ათწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც გაიზარდა VLA-მგძნობიარობა. ახლა ასტრონომებს აშშ-დან, მექსიკიდან და ნიდერლანდებიდან შეუძლიათ დააკვირდნენ პროტო ვარსკვლავების დისკოებს, რომელთა შემადგენელი მტვერი ასხივებს რადიო ტალღებს 40-50 GHz დიაპაზონში.

წყარო

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.