ამჟამად ცნობილია 1000-მე ეგზოპლანეტის არსებობის შესახებ, თუმცა აქამდე ეგზომთვარის აღმოჩენა ვერ ხერხდება. სავარაუდოდ ბევრი ეგზოპლანეტის გარშემო უნდა ბრუნავდნენ მთვარეები, ზოგიერთს ალბათ ატმოსფეროც გააჩნია. Nature-ს დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ორი წლის წინ დამზერილი ერთ-ერთი ანომალური მიკროლინზირების მოვლენა გამოწვეული იყო მოხეტიალე ეგზოპლანეტა-ეგზომთვარის წყვილის მიერ.
2011 სლის ივნისში ახალ ზელანდიურმა ტელესკოპმა შეამჩნია სპეციფიკური გაელვება მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. ეს იყო იშვიათი მოვლენა, ცნობილი გრავიტაციული მიკროლინზირების სახელით, როდესაც რაიმე ობიექტი გაივლის დედამიწასა და შორეულ ვარსკვლავს შორის და თავისი გრავიტაციული ველით შეკრებს ვარსკვლავიდან წამოსულ სხივებს დედამიწაზე (როგორც შემკრები ლინზა). მოვლენის დეტალური გაანალიზირების შემდეგ, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ობიექტი უნდა ყოფილიყო ან პატარა ვარსკვლავი, ნეპტუნის ზომის პლანეტით, ან დიდი პლანეტა მთვარით. თუ ეს უკანასკნელი სიმართლეა, მაშინ ეს იქნება ეგზომთვარის დაფიქსირების პირველი შემთხვევა. პრობლემა იმაშია, რომ ამ მოვლენაზე ხელმეორედ დაკვირვების გზა არ არსებობს.
როგორც კი ტელესკოპმა ახალ ზელანდიაში შეამჩნია უცნაური გაელვება, სხვა ტელესკოპმა სამხრეთ ნახევარსფეროში და Keck ტელესკოპმა ჰავაიზე დაიწყეს მოვლენაზე დაკვირვება. ამ ტელესკოპების ანათვლებიდან, რომლებიც გვიჩვენებდნენ ნათების ინტენსივობის დროში ცვლილებას, მეცნიერები ცდილობენ განსაზღვრონ რა ტიპის ობიექტმა ჩაიარა ჩვენსა და შორეულ ვარსკვლავს შორის. მოვლენის გამოსახულებას არ გაჩნდა ერთი პიკი, არამედ ისე იყო გათხაპნილი, თითქოს სინათლეზე ორი ობიექტი მოქმედებდა. მონაცემებიდან მეცნიერებმა შეაფასეს ყველაზე შესაძლო ვარიანტები. ვარიანტის არჩევა დამოკიდებულია ამ ორი ობიექტის ურთიერთ დაშორებაზე და მათ მასაზე. თუ ისინი იყვნენ მცირე მასის მაშინ ეს იყო პლანეტა მთვარით, ხოლო თუ ისინი იყვნენ უფრო მძიმეები, მაშინ ეს იყო ყავიფერი ჯუჯა პლანეტით.
ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც წყვილი ობიექტი დახეტიალობს კოსმოში, რაც ბადებს ვარაუდს, რომ ეგზოპლანეტა მთვარით დარჩა თავისი ვარსკვლავის გარეშე. დაკვირვებები მიკროლინზირების საშუალებით გვიჩვენეს, რომ კოსმოში მართლაც არსებობს უამრავი მოხეტიალე პლანეტა, რომლებიც გამოდევნილი არიან თავისი მზის სისტემიდან გარეშე გარავიტაციული ურთიერთქმედების გამო. მეცნიერების თქმით ასეთი აღმოჩენა საჭიროებს სერიოზულ დამტკიცებას და ამიტომ ჯერ-ჯერობით მათი მთავარი მოდელი არის, რომ ეს იყო მცირე მასის ვარსკვლავი, ან ყავისფერი ჯუჯა, მის გარშემო მბრუნავი ნეპტუნის მასის პლანეტით. თუმცა ნადირობა ეგზომთვარეზე გრძელდება და ამაში ჩართულია ასევე კოსმოსური ტელესკოპი Kepler.
წყარო: http://www.nature...ed-1.14430