შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


ჩამოქაჩვები: ასტროფიზიკური ჯეტები

ასტროფიზიკური ჯეტები


ასტროფიზიკური ჯეტი არის ასტრონომიული ფენომენი, რომელშიც იონიზირებული მატერიის ნაკადი გამოიტყორცნება ბრუნვის ღერძის გასწვრივ, წაგრძელებული სხივის სახით. როდესაც ამ სხივში ძლიერ აჩქარებული მატერიის სიჩქარე უახლოვდება სინათლის სიჩქარეს, ასტროფიზიკური ჯეტი ხდება რელატივისტური და წარმოაჩენს ფარდობითობის სპეციალური თეორიის ეფექტებს.
ასტროფიზიკური ჯეტების ფორმირება და ამოქმედება წარმოადგენს საკმაოდ რთულ მოვლენას, რაც დაკავშირებულია მრავალი ტიპის მაღალი ენერგიის მქონე ასტრონომიულ წყაროსთან. სავარაუდოდ ისინი ჩნდებიან აკრეციული დისკების შიგნით მიმდინარე დინამიური ურთიერთქმედებების შედეგად. მათი აქტიური პროცესები დაკავშირებულია კომპაქტურ ცენტრალურ ობიექტებთან, როგორებიცაა შავი ხვრელები, ნეიტრონის ვარსკვლავები ან პულსარები. ამის ერთ-ერთი ახსნა არის ის, რომ გადახლართული მაგნიტური ველები ორგანიზებულია ისე, რომ წარმოქმნას (გამოიწივოს)2 დიამეტრალურად საპირისპირო სხივი ცენტრალური წყაროდან, რამდენიმე გრადუსიანი კუთხის გადახრით. ჯეტებზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ფარდობითობის ზოგადმა ეფექტმა, რომელიც ცნობილია, როგორც frame-dragging.
ყველაზე დიდი და ყველაზე მეტად აქტიური ჯეტები იქმნება სუპერმასიური შავი ხვრელებისგან (SMBH), რომლებიც მდებარეობს ისეთი აქტიური გალაქტიკების ცენტრში, როგორებიცაა კვაზარები და რადიო გალაქტიკები ან გალაქტიკურ კლასტერებში. ასეთმა ჯეტებმა შეიძლება სიგრძეში გადააჭარბონ მილიონ პარსეკს. სხვა ასტრონომიული ერთეულები, რომლებიც შეიცავენ ჯეტებს, წარმოდგენს შეიცავენ) კატაკლიზმურად ცვლად ვარსკვლავებს (cataclysmic), X-ray binaries and gamma-ray bursts (GRCool-ს.
რელატივისტური ჯეტები არის იონიზირებული მატერიისგან შედგენილი სხივები, რომლებიც აჩქარებულია დაახლოებით სინათლის სიჩქარემდე. უმრავლესობის შემჩნევა თან ახლდა ზოგიერთი აქტიური გალაქტიკის, რადიო გალაქტიკის ან კვაზარების შავ ხვრელებზე, ასევე გალაქტიკის ვარსკვლავურ შავ ხვრელებზე, ნეიტრონულ ვარსკვლავებსა და პუსლარებზე დაკვირვებებს. სხივის სიგრძემ შეიძლება გადააჭარბოს რამდენიმე 1000, 10000 და მილიონ პარსეკსაც კი. ჯეტების სიჩქარეები სინათლის სიჩქარის მიახლოებისას ავლენენ სპეციალური ფარდობითობის თერიის ეფექტებს, მაგალითად რელატივისტურ გამოსხივებას, რაც ცვლის სხივის სიკაშკაშეს.
მასიურ ცენტრალურ შავ ხვრელებს გალაქტიკაში აქვთ ყველაზე მძლავრი ჯეტები, მაგრამ მათი სტრუქტურა და ყოფაქცევა იგივენაირია, როგორიც უფრო მცირე გალაქტიკაში მყოფი ნეიტრონის ვარსკვლავებისა და შავი ხვრელების ჯეტების. სუპერმასიური შავი ხვრელების სისტემებს (SMBH სისტემებს) ხშირად ეძახიან მიკროკვაზარებს. მათ აქვთ სიჩქარეების დიდი დიაპაზონი. მაგალითად SS433 ჯეტს აქვს 0.23c სიჩქარე. რელატივისტური ჯეტის ფორმირებამ ასევე შეიძლება ახსნას გამა-სხივების ენერგეტიკული აფეთქება (gamma-ray bursts). აღსანიშნავია, რომ შედარებით სუსტი და ნაკლებად რელატივისტური ჯეტები შეიძლება დაკავშირებული იყოს ბინარულ სისტემებთან.
კალენდარი
tsiskar
აპრილი 06 2019 10:46:46
ჩამოქაჩვები
ჩამოქაჩვა 453

ჩამოქაჩვა:
ჩამოქაჩვა
(645.07კბ)
ჩამოქაჩვის დონე ჩამოქაჩვები: 307
ჩამოიქაჩა: 158332
ხშირად ჩამოქაჩული: მთვარე და მისი შესწავლის ისტორია [ 4775 ]
უკანასკნელი: პარალელური სამყაროების ჰიპოთეზა [ 44 ]