შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
მემრისტორი

სიტყვა მემრისტორი (memristor) წარმოდგება ორი სიტყვის, მეხსიერება (memory) და ელექტრო-წინაღობა (resistor), გაერთიანების შედეგად. ეს არის პასიური ელემენტი ელექტრონიკაში, რომელსაც შეუძლია შეიცვალოს წინაღობა მასში გასული ჯამური მუხტის მიხედვით.

მემრისტორების თეორია ჯერ კიდევ 1971 წელს შეიქმნა ჩინელი მეცნიერის Leon Chua-ს მიერ. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მემრისტორების იდეის პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელია. თუმცა 2008 წლისთვის HP-ის ინჟინრებმა შექმნეს პირველი მემრისტორის ტიპის მეხსიერების ელემენტი.

ტექნოლოგიის დახვეწის შემთხვევაში მემრისტორს შეეძლება დაიმახსოვროს თუ ინფორმაციის რა ნაკადი გავიდა მასში. ანუ ის შეინახავს ელექტრონულ მდგომარეობას გამორთულ რეჟიმშიც და შეეძლება ზუსტად გაიხსენოს თუ რას აკეთებდა გამორთვამდე. მემრისტორის საშუალებით კომპიუტერულ პროგრამას აღარ დასჭირდება ჩატვირთვა თითოეულ ჯერზე. ელექტრული მდგომარეობის დამახსოვრებით მემრისტორები შეძლებენ მომავალში ჩაანაცვლონ ოპერატიული მეხსიერება, კომპიუტერებს გახდიან უფრო ფუნქციურს, პატარას და მძლავრს.

2014 წელს HP გამოაქვეყნა სუპერკომპიუტერის The Machine პროექტი მემრისტორების გამოყენებით. პროექტის პირველი კომპიუტერის დემონსტრირება იგეგმება 2015-2016 წლებში, ხოლო ტექნოლოგიის კომერციალიზაცია იგეგმება 2020 წლისთვის.

წყარო:

https://en.wikipedia.org/wiki/Memristor

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.