შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
პირველი მობილური ტელეფონები

b.pix.ge/x/p08wd.jpg

პირველი ზარი მობილური ტელეფონიდან განხორციელდა 1948 წლის 17 ივნისს ენლუისში (მისური, აშშ) მანქანაში დამონტაჟებული ტელეფონიდან. იმდროინდელი სისტემა დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან არაპრაქტიკული ჩანს - მომსახურება თვეში 30 აშშ დოლარი ჯდებოდა, პლუს ერთი ზარის ღირებულება 30-40 ცენტი ლოკალურ ქსელებზე.

მარტინკუპერი (Martin Cooper), მოტოროლას მკვლევარი, ითვლება პრაქტიკული მობილური ტელეფონების გამომგონებლად. ახლა უკვე ტელეფონის მანქანაში ჩამონტაჟება აღარ იყო საჭირო და ადამიანებს მისი ტარება ხელით შეეძლოთ. მარტინკუპერმა, აჯობა რა მის მთავარი კონკურენტს ჯოელენგელს (Joel S. Engel) ბელის ლაბორატორიიდან (Bell Labs), პირველი ზარი მობილური ტელეფონით 1973 წლის 3 აპრილს განახორციელა.

პირველი კომერციული ფიჭური ქსელი (1G generation) გაშვებულ იქნა იაპონიაში NTT-ს მიერ 1979 წელს, დასაწყისისთვის ტოკიოს მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე. 5 წლის განმავლობაში, NTT ქსელმა დაფარა მთელი იაპონია. 1981 წელს ერთდროულად გაშვებულ იქნა Nordic Mobile Telephone (NMT) სისტემა დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში. NMT იყო პირველი საერთაშორისო ქსელი. პირველი თაობის ქსელი აშშ-ში პირველად ჩართულ იქნა 1983 წელს მოტოროლას DynaTAC მობილური ტელეფონის მეშვეობით. 1980 წლებში აშშ-ს მიყვა რამოდენიმე ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, მექსიკა და კანადა.

პირველი თანამედროვე 2G ტექნოლოგიები გაშვებულ იქნა 1991 წელს ფინეთში, Radiolinja-ს მიერ (ახლა Elisa Group-ის შემადგენლობაში). მეორე თაობის ქსელები მუშაობდნენ და მუშაობენ GSM სტანდარტებზე.

2001 წელს კი NTT DoCoMo-ს მიერ იაპონიაში მოხდა 3G ტექნოლოგიების გაშვება. აღნიშნულ ტექნოლოგიები ახლა ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და თავის თავში გულისხმობს ინფორმაციის სწრაფ გადაცემას, ვიდეო ზარებს, ინტერნეტ ტელევიზიას და სხვა ბევრ საჭირო ტექნოლოგიას.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.