შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
კორონალური მასის ამოფრქვევები (კ მ ა)

კორონალური ამოფრქვევა წარმოადგენს მასიური მზის ქარისა და მაგნიტური ველის გამოტყორცნას, კოსმოსში გავრცელებით. ამოფრქვევების უმეტესობა წარმოიქმნება მზის ზედაპირის აქტიურ რეგიონებში, როგორებიცაა მზის ლაქები. მზის აქტივობის მაქსიმუმში (ამ დროს მზის ლაქები ფოტოსფეროზე მატულობს და მაგნიტური ველის ბრუნვის სიჩქარე ეკვატორზე უფრო დიდია ვიდრე პოლუსებზე) მზე წარმოქმნის საშუალოდ სამ კმა-ს დღე-ღამის განმავლობაში, როცა მზის აქტივობის მინიმუმში მხოლოდ ერთი კმა გვაქს ხუთი დღე-ღამის მანძილზე.

კმა-ის დროს მზის ზედაპირიდან ხდება დიდი რაოდენობით მატერიის გამოყოფა და ელექტრო-მაგნიტური რადიაციის გამოსხივება კოსმოსში. გამოტყორცნილი ნივთიერება წარმოადგენს პლაზმას (პლაზმა არის ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, რომელიც გავს გაზს და მისი შემადგენელი ნაწილაკების დიდი ნაწილი იონიზირებულია), რომელიც ძირითადად ელექტრონებისა და პროტონებისაგან შედგება, თუმცა მცირე რაოდენობით მძიმე ელემენტებსაც შეიცავს, ისეთებს როგორებიცაა ჰელიუმი, ჟანგბადი და რკინაც კი.


vlasti.net/ext/thumbnails/news072013/170598/full.jpg

უკანასკნელმა მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კმა-ს მიზეზს მაგნიტური შეკავშირება წარმოადგენს. მაგნიტური შეკავშირება ეწოდება მოვლენას, რომლის დროსაც მაგნიტური ველის ძალწირები გადაიხლართებიან და ორი საწინააღმდეგო მიმართულების მაგნიტური ველები შეერთდებიან. ამ გადანაცვლებას თან სდევს ენერგიის მყისიერი გამოყოფა, რომელიც დაგროვილი იყო საწყის ველებში. მაგნიტური შეკავშირება ხდება მზიური თაღების რეგიონში (მაგნიტურ მარყუჟებში), რომლებიც ერთმანეთთან ახლო მანძილზე წარმოიქმნებიან. ეს ძალწირები სწრაფად ერთდებიან დაბალ მარყუჟებში, რომლებიც ტოვებენ მაგნიტური ველის სპირალს. ეს სპირალი თავის მხრივ არაა დაკავშირებული დანარჩენ თაღებთან. სწორედ ამ შეკავშირების შედეგად გამოთავისუფლებული მყისიერი ენერგია წარმოქმნის კორონალური მასის ამოფრქვევას, რომელიც წარმოადგენს დაუკავშირებელი ველის სპირალს და შემადგენელ ნივთიერებათა ერთობლიობას.

ამოფრქვევების უმეტესობა წარმოიქმნება მზის აქტიურ რეგიონებში, მაგალითად მზის ლაქების გროვებში. ამ რეგიონებს აქვთ ჩაკეტილი მაგნიტური ველის წირები, სადაც მაგნიტური ველი იმდენად ძლიერია, რომ შეიცავს პლაზმას. იმისათვის, რომ ამოფრქევა მოხდეს აუცილებელია ეს წირები გაწყდეს ან საკმარისად დასუსტდეს მაინც. კმა-ები აღწევენ სიჩქარეეს 20 კმ/წმ-დან 3,200 კმ/წმ-მდე, საშუალო სიჩქარით 489 კმ/წმ. ამოფრქვევა იწყება საწყისი აჩქარების წინა ფაზით, რომელიც ხასიათდება ნელი ზეასვლითი მოძრაობით, რასაც მოყვება ძლიერი აჩქარება მუდმივი სიჩქარის მიღწევის მომენტამდე.

წყარო

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.