ვარსკვლავი რომლის მასა მერყეობს 1,5-დან 3 მზის მასამდე სიცოცხლის ბოლოს გარდაიქმნება ნეიტრონულ ვარსკვლავად, ხოლო ვარსკვლავი რომლის მასა აეღემატება 10 მზის მასას გარდაიქმნება შავ ხვრელად. თეორიულად არსებობენ ვარსკვლავები რომლებსაც უჭირავთ შუალედური მდებარეობა.
კვარკული ვარსკვლავი.
ნეიტრონული ვარსკვლავი არის 20 კმ -რადიუსის და 1015 გ/სმ3 სიმკრივის ობიექტი, რომელშიც მჭიდროდ არის ჩალაგებული ნეიტრონები. იმ შემთხვევაში თუ ნეიტრონულ ვარსკლავში გაგრძელდა გრავიტაციული კოლაფსი, ნეიტრონები შეიძლება დაიშალონ შემადგენელ ნაწილებად - კვარკებად და მიიღება ე.წ. კვარკული ვარსკვლავი, რომლის რადიუსი იქნება 10 კმ და სიმკვრივე 1017 გ/სმ3. თეორიული მოდელის თანახმად ასეთი ვარსკვლავის წარმოშობას თან უნდა ახლდეს დაახლოებით 1047 ჯ ენერგიის გამოყოფა.
პრეონული ვარსკვლავი
ერთ-ერთი თეორიული მოდელის თანახმად კვარკები შედგება კიდევ უფრო ფუნდამენტური ნეწილაკებისგან - პრეონებისგან. შესაბამისად არასტაბილური კვარკული ვარსკვლავი შესაძლებელია გარდაიქმნას პრეონულ ვარსკვლავად, რომლის რადიუსი იქნება 10 სმ და სიმკრივე 1027 გ/სმ3.
ელეტრო-სუსტი ვარსკვლავი
ელექტრ-სუსტი ვარსკვლავები კვარკულ ვარსკვლავებზე ურო მკვრივებუ უნდა იყვნენ. ამიტომ კვარკების გადაგვარებული გაზის წნევა ვეღარ უმკლავდება გრავიტაციას და გრავიტაციულ კოლაფსს აბალანსებს ელექტრო-სუსტი წვის გამოსხივება. ასეთი პროცესი ნავარაუდევია დაახლოებით ვაშლის ზომის ვარსკვლავის ბირთვში, რომლის მასა დედამიწის ორმაგი მასის რიგისაა.
ბოზონური ვარსკვლავი
არსებობს ვარსკვლავების მოდელები რომლებიც შედგებიან ბოზონებისგან და არა ფერმიონებისგან, როგორც ჩვეულებრივი ვარსკვლავები. ასეთი ვარსკვლავის ჩამოსაყალიბებლად უნდა არსებობდეს მცირე მასის სტაბილური ბოზონი, რომელის მსგავსიც ჯერ არაა აღმოჩენილი.